საგანმანათლებლო დაწესებულებები

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა

ნიკეას უბანში მდებარე დაწესებულებებს შორის გვსურს განსაკუთრებით აღვნიშნოთ უბნის სიამაყე და საგანმანათლებლო ცენტრი სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა და გიამბოთ მისი ისტორია, რომელიც 1898 წლიდან იწყება ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ,,მთავრობის ნებართვით ქუთისში პუშკინის ქუჩაზე, ლ.ჭყონიას სახელში, პირველი სექტემბრიდან დაარსდება ოთხკლასიანი საასწავლებელი,პროგიმნაზიის კურსით, საჭირო ცნობების მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ მარიამ იოსების ასულ ყაუხჩიშვილს.“ დროთა განმავლობაში დამაარსებლის ზრუნვითა და მცდელობით ის ქალთა გიმნაზიად იქცა, რომლის პირველი გამოშვება 1912 წელს იყო. მარიამ ყაუხჩიშვილის სკოლაში აღზრდის ორიგინალური მეთოდი იყო. ბავშვებს არ სცემდნენ, არამედ ზრდიდნენ დარწმუნებით, პირადი მაგალითით, შთაგონებით, სკოლიდან არცერთი მოსწავლე არ გარიცხულა.გარიცხვას ქალბატონი მარიამი პედსაბჭოს სისუსტედ თვლიდა 



 









დროთა განმავლობაში სკოლამ რეორგანიზაცია განიცადა 1939 წლიდან მე-17 საშუალო სკოლად იქცა 2006 წლიდან საჯარო სკოლად~

2004 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი ირინე ჯგერენაია. 


სკოლის ღირსეული  ტრადიციები დღესაც გრძელდება. 2015 წლის 19 მაისს საზეიმოდ აღინიშნა სკოლის დაარსებიდან 117 წელი., საუკუნოვანი დუმილის შემდეგ პატივი მიეგო პირველი ქართველი განმანათლებელი ქალბატონის მარიამ ყაუხჩიშვილის ხსოვნას.

   მისი ჰუმანური და ბავშვებზე ორინეტირებული აღმზრდელობით მეთოდები თანამედროვეობაშიც აქტუალურია და მე _17 საჯარო სკოლის ძირითადი მახასიათებელია . სკოლა აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროექტებში   , ხშირად მასპინძლობს გამოჩენილ ადამიანებს , საზღვარგარეთის ქვეყენების დიპლომატიურ კორპუსს  პროექტები , ღონისძიებები  მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას ემსახურება .


ქუთაისის მერიის პროექტის ფარგლებში გარემონტდა სკოლის ფასადი, პროექტი დაფინანსდა მუნიციპალური განვითარებიდ ფონდის მიერ.
საგანმანათლებლო ცხოვრებაში აქტიური და წარმატებულ ჩართულობას განაპირობებს სკოლის პოპულარობის მთელი ქალაქის მაშტაბით , განათლების წარმატება , ტრადიციის, ერთსულოვნება , სულიერებეა, პატრიოტიზმი და პლერალიზმი მე -17 საჯარო სკოლის მთავარი ღირებულებებია. 




No comments:

Post a Comment